ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს (FIBAA) მიერ თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის, უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
ვულოცავთ ბატონ გიორგის საპატიო ჯილდოს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.